Saturday, May 22, 2010

გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს.
ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს,
შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს
გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზემი გამართეს,
ლამის მომკლან_ჩამქოლონ,_ზედ წიხლი დამაყოლონ
ცრემლისთვის დამცინეს,_მცხელა თან მაციებს,
ლექსებს მიწუნებენ,_ვალს არ მიბრუნებენ
ყველგან ცუდს ხედავენ,_რას არ მიბედავენ
ღმერო, რას არ ამბობენ,_რა სიტყვით არ მამკობენ
ფთები მაინც მეზრდება,_წერა არ მომბეზრდება
მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება,
სანამ
არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ
ლექსს ვკიოდი, თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა

No comments:

Post a Comment