Saturday, May 22, 2010

დაკარგული გაზაფხული გამახსენე,
მე სიყვარულს ოცნებებში ვმალავდი.
შემოდგომის ფოთოლივით გამასვენე,
შენი ცრემლი დამადინე მარადის.
მე სანთელი მხოლოდ შენთვის დამითმია,
მაგ თვალებში ისევ ლურჯი ია თოვს,
ეს ქვეყანა ახლა შენთვის დამითმია,
ვარსკვლავებმაც დაე შენთვის ინათონ.
იქნებ უკვე ყველაფერი წარსულია,
მოგონებაც ნეტარი და საამო,
იქნებ უკვე სიყვარულიც წარსულია,
აღარ გახსოვს ის ლამაზი საღამო.
მოდი,ვიდრე იმედებიც გაფრენილან,
მონატრებით უთავბოლოდ გიგალობ.
ვიდრე სულში ფანტელები დაფენილან,
კიდევ ერთხელ სიყვარულზე გიგალობ.

No comments:

Post a Comment