Monday, May 24, 2010


არ იფიქრო, რომ შენი დანაშაული მე გაპატიე... არა...გულმა გაპატია, იმ თვალებმა და იმ უჩვეულო სიყვარულმა ოდესღაც რომ იყო...

პატიება არასოდეს გითხოვია, მაგრამ მე გპატიობდი ყოველთვის ამ ხნის მანძილზე...რატომ? რისთვის? არ ღირს ძიებად... ყველაფერი თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდანვე გაპატიე უხეში ქცევა, გაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდი... ხანგრძლივი გამოდგა ლოდინი, გული გპატიობდა შენი დუმილით გამოწვეულ მძიმე ტკივილს, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს...

გპატიობდი...რატომ?იმიტომ, რომ ტკივილამდე მიყვარდი.ყოველი შენი გახსენება ტკივილს მაყენებდა, ჩემივე ცრემლებით საზრდოობდა ჩემი გული...ჩვენი სიყვარულისთვის ისევ ვდუმდი იმიტომ, რომ მე ბედნიერი ვიყავი. მე შენ მიყვარდი...

დრო გადიოდა, მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს. ბედნიერების სამოსით შებურული, ცრემლიანი თვალებით და იმედით ველოდი ახალი დღის გათენებას და ჩემთვის ტუჩების ოდნავი მოძრაობით ლოცვასავით ვჩურჩულებდი..."ოღონდ შენ მოდი და გული ყველაფერს გაპატიებს" ...

დრო კი ისევ სიჩუმეში გადიოდა...ძლიერი, ჯიუტი და ამაყი გამოდექი, გაწამდა გული, გაილია სული...ჩანელდა ცეცხლი... "ყველაფრის პატიება ღმერთს შეუძლიაო" უთქვამთ და მე, უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი ყველაფრის პატიება.

ვეღარ გაპატიე შენთვის დაღამებული ღამეების და გათენებული დღეების სიმრავლე.

ვერ გაპატიე შენთვის გაწვიმებული ცრემლების სიწმინდის არ დაფასება, გაღვიძებული იმედის ჩაკვლა, რწმენით დაამებული ტკივილის კვლავ განახლება...

...მე გპირდებოდი, რომ ყოველთვის დავიცავდი ჩემს სიყვარულს, მაგრამ ვერ შევძელი...მაპატიე!

შენ დამიკარგე ყოველი ნდობა ადამიანის მიმართ ...ჩემი სიყვარული გიწოდე და საპასუხოდ სიყვარულს ველოდი შენგან...

...მაპატიე...ალბათ დიდი მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის, გულდახურულობის მიზეზი გახდი. დამენგრა ჩემს მიერ აგებული ოცნებისა და სიყვარულის კოშკი და მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი...გაბრაზებული გულით ესეც შენ დაგაბრალე...

მაპატიე.........

1 comment:

  1. aravis ar vapatieb amden danashauls da aravis mivcem uflebas rom chems grdznobebs gulgrilad chauaros gverdi da ver shemachnios da ar davucdi aravis magden xans, aravinaa amdeni lodinis da cremlebis girsi

    ReplyDelete