Friday, May 21, 2010


დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,

ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,

გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები

ტყუილად დაიღლი ნერვს....

რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,

თორემ გაიღიმებს ღმერთი...

თუკი გიწერია მისი დაბრუნება,

თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....

შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,

ბოლომდე იქნება შენი....

ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე



იწამე უფალი ღმერთი !!!

No comments:

Post a Comment