Friday, September 24, 2010

და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში...


ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

დამალვა- პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები, რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები- განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა- მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი... დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები- შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი- ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას- საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავიბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალები, რატომღაც ეძებენ სამალავს.
სუნთქვა- ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა...

Sunday, July 11, 2010

ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....


ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....

მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....


ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა,
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება,
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

**შენ მოხვალ**


ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
ირხევა ჩემი საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,
და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმება კაბა - ქათიბა!

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე
და შემოდგომა მოვა უშენოდ.

მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემს გზასთან - ქვიანთან,
რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,
რომ სადღაც, გზაში დაგაგვიანდა...

მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს,
კვლავ იწკრიალებს საყურე - ვერცხლის,
შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!

Saturday, July 3, 2010


არ მინდა დღეს შენზე კვლავ ვწერო ლექსები,
ცხოვრება ბეჭებზე ტვირთად ავიკიოდო.
და თუ ოცნებებში კვლავ გამელექსები,
უნდა დავიკიდო...

ვენებზე ვერასდროს შემამჩნევ იარას,
სიკვდილის სურვილიც არ ისე დიდია,
შენმა სიყვარულმა უკვე ჩაიარა
და ახლა მკიდია...

წარსულის ფიქრები აწმყოზე გავცვალე
და შენზე ოცნება მტრად გადავიკიდე,
ხვალ სხვაზე ვიფიქრებ, ცხოვრება მაცალე,
მე ხომ დავიკიდე...

მაგრამ კვლავ დამღლიან წუთები, წამები...
გრძნობები გულიდან აღარსად მიდიან
და შენი თვალები ცრემლით ნაწამები,
სულაც არ მ კ ი დ ი ა!!!

Tuesday, May 25, 2010


მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე

ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი

და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე

სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,

პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,

დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება

ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,

ჟინოწყურებული ამბორის ამალით.

აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,

უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,

გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.

საყვარელს უთხარიტ"მე ეხლა რომ გიმზერ,

რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,

შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,

ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,

რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო

იმ ვნების კოცონთან,რომელსაც Qვენ აჩენთ.

შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,

ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,

მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,

გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,

საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!

Monday, May 24, 2010


არ იფიქრო, რომ შენი დანაშაული მე გაპატიე... არა...გულმა გაპატია, იმ თვალებმა და იმ უჩვეულო სიყვარულმა ოდესღაც რომ იყო...

პატიება არასოდეს გითხოვია, მაგრამ მე გპატიობდი ყოველთვის ამ ხნის მანძილზე...რატომ? რისთვის? არ ღირს ძიებად... ყველაფერი თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდანვე გაპატიე უხეში ქცევა, გაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდი... ხანგრძლივი გამოდგა ლოდინი, გული გპატიობდა შენი დუმილით გამოწვეულ მძიმე ტკივილს, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს...

გპატიობდი...რატომ?იმიტომ, რომ ტკივილამდე მიყვარდი.ყოველი შენი გახსენება ტკივილს მაყენებდა, ჩემივე ცრემლებით საზრდოობდა ჩემი გული...ჩვენი სიყვარულისთვის ისევ ვდუმდი იმიტომ, რომ მე ბედნიერი ვიყავი. მე შენ მიყვარდი...

დრო გადიოდა, მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს. ბედნიერების სამოსით შებურული, ცრემლიანი თვალებით და იმედით ველოდი ახალი დღის გათენებას და ჩემთვის ტუჩების ოდნავი მოძრაობით ლოცვასავით ვჩურჩულებდი..."ოღონდ შენ მოდი და გული ყველაფერს გაპატიებს" ...

დრო კი ისევ სიჩუმეში გადიოდა...ძლიერი, ჯიუტი და ამაყი გამოდექი, გაწამდა გული, გაილია სული...ჩანელდა ცეცხლი... "ყველაფრის პატიება ღმერთს შეუძლიაო" უთქვამთ და მე, უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი ყველაფრის პატიება.

ვეღარ გაპატიე შენთვის დაღამებული ღამეების და გათენებული დღეების სიმრავლე.

ვერ გაპატიე შენთვის გაწვიმებული ცრემლების სიწმინდის არ დაფასება, გაღვიძებული იმედის ჩაკვლა, რწმენით დაამებული ტკივილის კვლავ განახლება...

...მე გპირდებოდი, რომ ყოველთვის დავიცავდი ჩემს სიყვარულს, მაგრამ ვერ შევძელი...მაპატიე!

შენ დამიკარგე ყოველი ნდობა ადამიანის მიმართ ...ჩემი სიყვარული გიწოდე და საპასუხოდ სიყვარულს ველოდი შენგან...

...მაპატიე...ალბათ დიდი მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის, გულდახურულობის მიზეზი გახდი. დამენგრა ჩემს მიერ აგებული ოცნებისა და სიყვარულის კოშკი და მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი...გაბრაზებული გულით ესეც შენ დაგაბრალე...

მაპატიე.........

Saturday, May 22, 2010

სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არარსებობს წონა... ასაკი...
გიყვარდეს, მაგრამმისწინაშენუდაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი.
თუ შეგიძლია სიყვარული - ბედნიერი ხარ,
რადგან ამქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან....



_ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერე და რატომ?
_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა
_ დამძახის ქარი,მე უფრო მეტად მომაწვა დარდი...
ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო,ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნებამ ისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრი სკორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_
მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.